ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:11, 18.07.2020

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. შუახნის ქალმა კლინიკა უკვე დატოვა.

კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მსგავსი