ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა დატოვა

22:03, 12.04.2020

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პირველმა პაციენტმა დატოვა.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში სწავლობს, კლინიკის ადმინისტრაციამ და მედპერსონალმა ტაშით გააცილა.

ახალი კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 16 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

მსგავსი