ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, კლინიკაში დღეს შვიდი კოვიდინციფირებული პაციენტი მიიღეს და ამ დროისთვის 69 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

მისი თქმით, ოთხი პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, რვა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, მძიმეა და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 852 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის ​42 579 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 696 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 26 800. ამასთან, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 342-ს შეადგენს.