ქუთაისის ინფექციური კლინიკა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა

18:56, 02.05.2020

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა დატოვა.

პაციენტები ე.წ. ქობულეთისა და ღვანკითის კლასტერებს მიეკუთვნებოდნენ.

კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ამ დროისთვის 13 პაციენტია მოთავსებული.

საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი