ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი საეჭვო სიმპტომების მქონე ექვსი პაციენტიდან ორი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი საეჭვო სიმპტომების მქონე ექვსი პაციენტიდან ორი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გასული ღამის განმავლობაში ექვსი საეჭვო პაციენტი შეიყვანეს.

მათ შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ოკუპირებული აფხაზეთიდან, ხოლო დანარჩენი პაციენტები კლინიკაში მყოფი კოვიდ19-ით ინფიციებული პირების კონტაქტებს წარმოადგენენ.

ახალი პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშების კვლევა დღის განმავლობაში მოხდება.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 17 პაციენტი იმყოფება.

ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, 14 პაციენტს პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.