ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ინფიცირებული გადაჰყავთ, ისინი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებიან და თვითიზოლაციაში იყვნენ
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სამი ინფიცირებული გადაჰყავთ, ისინი ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებიან და თვითიზოლაციაში იყვნენ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კვლავ 23 პაციენტია მოთავსებული. მათგან სამი სტაციონარს დღეს დატოვებს.

ამ წუთებში კი, კატასტროფის ბრიგადებს სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული დიაგნოზით სამი პაციენტი გადაჰყავთ სტაციონარში. პაციენტები ე.წ. თერჯოლის კლასტერს განეკუთვნებიან. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, სამივე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და ვირუსი მათ სახლში დაუდგინდათ.