ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო სივრცეებიდან სამი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საკარანტინო სივრცეებიდან სამი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით საკარანტინო სივრცეებიდან სამი პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.

პაციენტებს ანალიზებს დღესვე აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

ნადირაძის ინფორმაციით, უცვლელია კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათგან ერთის მდგომარეობა მსუბუქი, ორის კი საშუალო სიმძიმისაა.