ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

11:16, 14.06.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საეჭვო სიმპტომების მქონე სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში მათთან ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„დღე-ღამის განმავლობაში ახალი და საკვლევი პაციენტები არ მიგვიღია. კლინიკაში რჩება შვიდი კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- განაცხადა ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 41 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი