ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

15:54, 07.11.2020

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან 16 გამოჯანმრთელებული გაეწერა და 18 ახალი კოვიდდადებითი პაციენტი მიიღეს და ამ ეტაპზე კლინიკაში 75 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვის აპარატზეა, 11 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

კლინიკაში მკურნალობენ ბავშვები, მათ შორის 25 დღის, ერთი და ორი თვის ჩვილები, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან. ასევე კლინიკაში მკურნალობა 102 წლის ხანდაზმული ქალი, მოსი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.

მსგავსი