ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

09:59, 18.06.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორ საკვლევ პაციენტზე, რომლებიც სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან, ლაბორატორიიდან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხები მიიღეს.

კლინიკის სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ამასთან, ახალი საკვლევი პაციენტები სტაციონარში არ მიუღიათ.

მსგავსი