ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორ პაციენტს განმეორებითი საკონტროლო ტესტები ჩაუტარეს

16:11, 19.05.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ორ პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებული განმეორებითი საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა. ანალიზების პასუხები ხვალ, დილით გახდება ცნობილი.

პაციენტები ე.წ. ქობულეთისა და ღვანკითის კლასტერებს განეკუთვნებიან.

ახალი პაციენტები სტაციონარში ბოლო 16 დღეა, არ შესულან.

მსგავსი