ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ხუთი პაციენტიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ხუთი პაციენტიდან კორონავირუსი ერთს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის პასუხი მიიღეს. მათგან ოთხის პასუხი უარყოფითია, ერთს კი ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

ნადირაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს.