ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

22:00, 29.03.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან შვიდი საეჭვო პაციენტის პასუხი მიიღეს და შვიდივე უარყოფითია. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში ერთი ახალი პაციენტი მიიღეს, რომელსაც უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი.

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებულია ორი პაციენტი. ისინი კვლავ ​ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიან და მკურნალობას აგრძელებენ. კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი