ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ სამი წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ სამი წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ სამი წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

ამასთან, როგორც ირკვევა, გუშინ კლინიკაში საკარანტინო სივრციდან „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით შეყვანილ პაციენტს მოგზაურობის ისტორია აქვს.

კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით კვლავ 26 პაციენტია მოთავსებული.

პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი.