ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ერთი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი კვლავ რჩებიან ბოქსირებულ განყოფილებაში და აგრძელებენ მკურნალობას.

შეგახსენებთ, წუხელ ლაბორატორიიდან ინფექციურმა საავადმყოფომ შვიდი პაციენტის პასუხი მიიღო და ყველა უარყოფითია.

დატოვე კომენტარი