ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამის პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

12:37, 26.11.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის  კორონავირუსით ინფიცირებული 78  პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი – 81 წლის მამაკაცი და 78 წლის ქალი.

„81 წლის მამაკაცი კლინიკაში 24 ნოემბერს შემოიყვანეს, მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 78 წლის ქალი 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა, თუმცა თანმხლები დაავადებების გამო, მისი მდგომარეობა დამძიმდა და გუშინ გვიან გარდაიცვალა“, – აღნიშნა ნოდარ მაღლაფერიძემ.

მსგავსი