ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაცინეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის ორი კრიტიკულია.

სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ლაბორატორიიდან ტესტების პასუხებს დღეს მიიღებენ. ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 57 პაციენტი განაგრძობს. მათ შორის 17 ბავშვია.