ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

12:11, 25.11.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკა დღეს ექვსმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა.

რაც შეეხება პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ოთხი კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მისივე განმარტებით, 15 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

კლინიკაში მკურნალობის კურსს გადიან არასრულწლოვნებიც, რომლებიც საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან.

მსგავსი