ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტიდან ერთის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტიდან ერთის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტი რჩება.

თუმცა, ერთის პირველადმა საკონტროლო ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, განმეორებითი ტესტირება დღეს ჩატარდება და კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკიდან გაეწერება.

ჯამში კლინიკას  38 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.

სტაციონარში ბოლო 12 დღეა, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები არ მიუღიათ.