ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ოთხი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ოთხი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ოთხი პაციენტი შეიყვანეს. მათგან ორი ქუთაისის, ორი კი, აჭარის კლასტერიდანაა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა ოთხი ინფიცირებული პაციენტი. მათგან ორი ქუთაისის 32-ე სკოლის კლასტერიდანაა, ორი კი, აჭარის კონტაქტი. ამ დროისთვის, გვყავს 34 პაციენტი. მათ შორის შვიდ პაციენტს პნევმონია აქვს“,- განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.