ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებულ ერთ პაცინეტზე ლაბორატორიიდან საკონტროლო პირველად ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

პაციენტს განმეორებითი ტესტი უკვე აუღეს და პასუხს დღის ბოლოს ელოდებიან.

კვლავ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პაციენტი კლინიკას დატოვებს.

კლინიკაში ამ დროისთვის კოორნავირუსით ინფიცირებული ექვსი პაცინეტი მკურნალობს. კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათგან ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, დანარჩენი ხუთის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.