ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი, სავარაუდოდ, წყალტუბოს კლასტერია
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი, სავარაუდოდ, წყალტუბოს კლასტერია

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა, ედიშერ ასათიანმა განაცხადა, კლინიკაში შეყვანილი ახალი პაციენტი საშუალო ასაკის მამაკაცია, რომელიც, სავარაუდოდ, ე.წ. წყალტუბოს კლასტერს წარმოადგენს. მას ვირუსი სეროლოგიური კვლევით აქვს დადასტურებული.

ამ დროისთვის კლინიკაში „კოვიდ-19“ დიაგნოზით 19 პაციენტია მოთავსებული. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, რამდენიმე პაციენტი გასაწერად მზადდება.