ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 73 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ოთხი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და მართვითი სუნთქვის აპარატზეა, 10 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან.

კლინიკაში მკურნალობენ ბავშვები, მათ შორის ერთი და ორი თვის ჩვილები, ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან.

ასევე მკურნალობას გადის 102 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია.