ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 62 პაციენტიდან რვის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 62 პაციენტიდან რვის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მიიღეს, ერთი კი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.

„24 საათის განმავლობაში მივიღეთ ორი და გავწერეთ ერთი პაციენტი. ამ ეტაპზე კლინიკა შევსებულია და ახალ პაციენტებს ვერ მივიღებთ. კლინიკაში მკურნალობას გადის 62 პაციენტი. მათგან რვის მდგომარეობა მძიმე, ერთის კი კრიტიკულად მძიმეა“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.