ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 55 პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში  რვა კივიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი ქუთაისიდან, ნაწილი კი აჭარიდან არის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას დღეს დატოვებენ.

„24 საათის განმავლობაში მივიღეთ რვა კოვიდდადებითი პაციენტი, გავწერეთ ორი გამოჯანმრთელებული. ახალი პაციენტებიდან ნაწილი აჭარის,ნაწილი ქუთაისის კლასტერია. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“,- განაცხადა მაღლაფერიძემ.

ქუთაისის ინფექციური კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში ამ დროისთვის 55 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ხოლო 103-მა ვირუსი დაამარცხა.