ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

14:02, 14.12.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 60 წლის ექიმი გარდაიცვალა. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ქალს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება ჰქონდა.

მისივე ინფორმაციით, რუსუდან ჯიქიას „კოვიდ-19“ რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, შემდეგ კი მისი მდგომარეობა გართულდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ექიმი ქუთაისის #2 სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 79 პაციენტი მკურნალობს, მათგან კრიტიკულად მძიმეა ხუთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მსგავსი