ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 102 წლის პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით 102 წლის პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის პაციენტი მკურნალობს, რომელიც ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ხანდაზმულის მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე კლინიკაში ერთი და ორი თვის ჩვილები კორონავირუსის დიაგნოზით მკურნალობენ.

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 76 პაციენტი, საიდანაც 10 ახალია. ოთხი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 11 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენები კი, საშუალო სიმძიმის არიან. ასევე გვყავს ერთი და ორი თვის ჩვილებიც“, – განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძემ.