ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა

09:39, 30.09.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ახალი კოვიდინფიცირებულები კლინიკაში არ მიუღიათ და ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად მკურნალობას 53 პაციენტი განაგრძობს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

დანარჩენის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი