ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საფრანგეთში სწავლობს, კორონავირუსისგან უკვე განიკურნა. ის კლინიკას ხვალ დილით დატოვებს.