ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:58, 29.10.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, სამედიცინო დაწესებილებაში 12 ახალი ინფიცირებული მიიღეს.

ამ დროისთვის, კლინიკაში სულ 62 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის სამი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ცხრა ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება.

მსგავსი