ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

22:42, 05.06.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ საქართველოს პორველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.

ნადირაძის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, კლინიკიდან ხვალ გაეწერება.

გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერის შემდეგ, სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ორი პაციენტი დარჩება.

მსგავსი