ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:01, 06.10.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან  ხუთი პაცინეტი გამოჯანმრთელდა. ამასთან, კლინიკაში სამი ახალი კოვიდინფიცირებული შეიყვანეს.

ახალი პაციენტები ქუთაისიდან არიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული კოვიდინფიცირებულებიდან რვა პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება, ხოლო ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მსგავსი