ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან უმეტესობა ისევ აჭარას უკავშირდება.

„19 ახალი დადასტურებული შემთხვევაა დღეს ქუთაისში. ხუთი ჩვენს კლინიკაში გადმოიყვანეს, ასევე ხუთი პაციენტი გვყავს გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე, კლინიკაში 60 კოვიდდადებითი მკურნალობს.
ახალი შემთხვევები ძირითადად აჭარას უკავშირდება”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.