ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით შვიდი პაციენტია მოთავსებული
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით შვიდი პაციენტია მოთავსებული

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შვიდი პაციენტია მოთავსებული.

კლინიკის ექიმის, ნესტან ჭეიშვილის თქმით, პაციენტებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა რთულია. ერთი კი არასრულწლოვანია ორმხრივი პნევმონიით.

შვიდივე პაციენტს ანალიზები უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილი თვითდინებით მივიდა, ნაწილი კი, კარანტინიდან შეიყვანეს. ყველა მათგანს მოგზაურობის, ან მოგზაურობაში მყოფ პირთან შეხების ისტორია აქვს.