ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს.

როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა, ერთი პაციენტის ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არავითარი გართულებები არ აქვს.

„რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის არის ხანდაზმული მამაკაცი და მას ორმხრივი პნევმონია აქვს პარალელურად აქვს ქრონიკული დაავადება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე, მაგრამ მართვადია. მამაკაცი, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდგინდა საქარველოში საკუთარი ავტომობილით სარფის გამშვები პუნქტიდან შემოვიდა. მას ესპანეთსა და საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტი ქვეყანაში შემოსვლის დღიდან თვითიზოლაციაში იყო“, – განაცხადა ნადირაძემ.

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი ხალი პაციენტია შეყვანილი. მათ ანალიზებს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გააგზავნიან.