ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. შუახნის მამაკაცი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა.

პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცანაყანევის მკვიდრია.

კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული. 12 პაციენტს აქვს პნევმონია, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.