ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი შეიყვანეს, შემთხვევა ე.წ. თერჯოლის კლასტერს უკავშირდება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი შეიყვანეს, შემთხვევა ე.წ. თერჯოლის კლასტერს უკავშირდება

იმერეთის რეგიონში კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი თერჯოლიდან კატასტროფის ჯგუფმა დადასტურებული „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით შეიყვანა. ახალი პაციენტი ერთ-ერთი დაინფიცირებულის ოჯახის წევრია.

სოფელ ღვანკითში მცხოვრები მამაკაცი თვითიზოლაციიდან გადმოიყვანეს. კლინიკაში მისი ოჯახის სამი წევრია მოთავსებული.

საავადმყოფოში ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან კიდევ ერთ პაციენტს იკვლევენ. მისი ბიოლოგიური ნიმუში უკვე გადაიგზავნა ლაბორატორიაში.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული „კოვიდ-19“-ით 24 პაციენტი მკურნალობს.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსის 416 შემთხვევა ფიქსირდება.