ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული

12:16, 23.04.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით კვლავ 24 პაციენტია მოთავსებული.

როგორც კლინიკის მთავარი ექიმი თეიმურაზ ნადირაძე აცხადებს, დღეს იგეგმება ერთი პაციენტის გამოკვლევა, რომელიც სოფელ ღვანკითის მკვიდრია და კორონავირუსის სიმპტომები აქვს. მას ანალიზი უკვე აუღეს და ლაბორატორიაში გაგზავნეს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტებს შორის კრიტიკულად არც ერთის მდგომარეობა არ ფასდება.

მსგავსი