ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

11:19, 16.04.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და სამედიცინო დაწესებულებაში არც ერთი გამოსაკვლევი პაციენტი არ შესულა.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, კორონავირუსის დიაგნოზით კვლავ 24 პაციენტია მოთავსებული.

მისივე განცხადებით, 13 პაციენტს აქვს პნევმონია, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამ პაციენტს კი გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს უახლოეს დღეებში აუღებენ.

კლინიკას კიდევ ექვსი პაციენტის მიღება შეუძლია.

მსგავსი