ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა.

ლაბორატორიიდან კლინიკამ შვიდი პაციენტის პასუხი მიიღო, მათგან ექვსი უარყოფითი და ერთი დადებითია.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, „კოვიდ-19“ ახალი შემთხვევა კარანტინის ზონიდან გადაყვანილი პირია, თურქეთში მოგზაურობის ისტორიით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტს პნევმონია და მაღალი ტემპერატურა აქვს.

კლინიკაში ახალი კორონავირუსის დიაგნოზით ამ დროისთვის ოთხი მოქალაქეა მოთავსებული, მათგან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი, სამი კი – საშუალო სიმძიმისაა.