ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან კორონავირუსის დიაგნოზით ექვსი, სიმპტომებით კი ოთხი პირი იმყოფება

12:41, 23.04.2020

კატასტროფის ჯგუფებმა სოფელ ღვანკითიდან მაღალი ტემპერატურით სამი პირი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში განათავსეს. მათ ანალიზებს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

ამ დროისთვის ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კლინიკაში ექვსი პაციენტია მოთავსებული. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კი ოთხი. „თერჯოლის კლასტერიდან“ ერთი გამოჯანმრთელებული კლინიკიდან გუშინ გაეწერა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული.

მსგავსი