ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან მამაკაცი გადაჰყავთ, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდგინდა

22:39, 04.04.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ წუთებში ცხელების ცენტრიდან მამაკაცი გადაჰყავთ, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდგინდა.

ცხელების ცენტრის უფროსის, არჩილ მუკბანიანის ინფორმაციით, მამაკაცს მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

ჯერ უცნობია, რა გზით მოხდა მისი დაინფიცირება.

ამ ეტაპზე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ხუთი პაციენტია მოთავსებული, ორი კი საჩხერის სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება. საერთო ჯამში იმერეთის რეგიონში „კოვიდ 19“-ის ეს რიგით მე-10 შემთხვევაა. აქედან სამი პირი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

კოვიდინფიცირებულთა შემთხვევები 162-მდეა გაზრდილი. აქედან, დღეს საღამოს ორი ახალი შემთხვევა ქუთაისის ლაბორატორიაში დაადასტურდა.

მსგავსი