ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ლაბორატორიიდან მიღებული პასუხებით, მათი პაციენტებიდან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ლაბორატორიიდან მიღებული პასუხებით, მათი პაციენტებიდან ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ ლაბორატორიიდან ორი პაციენტის პასუხი მიიღო.

როგორც საქართველოს პირველ არხს კლინიკაში განუცხადეს, მათგან გაგზავნილი ნიმუშებიდან კორონავირუსზე ერთი პასუხი დადებითია, ერთი კი უარყოფითი.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იმერეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ცხელების ცენტრიდან „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გადაჰყავთ.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი იმყოფება.