ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 75 წლის ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 75 წლის ქალის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით ათი პაციენტია მოთავსებული. მათ შორის არის ვანის მკვიდრი 75 წლის ქალი, მისი მეუღლე და სიძე.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ნადირაძის თქმით, ათი პაციენტიდან ოთხი მძიმეა, მათ ორმხრივი პნევმონია აქვთ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი ახალი პაციენტია შეყვანილი. მათ უკვე აუღეს ანალიზები და ლაბორატორიაში გაგზავნეს.