ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ კორონავირუსის დიაგნოზით ხუთი ახალი პაციენტი დაემატათ

11:27, 11.04.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით ხუთი ახალი პაციენტი დაემატა და ახლა კლინიკაში ინფიცირებული 17 პაციენტია მოთავსებული.

როგორც ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, მათგან სამის გარდა ყველა პაციენტს აქვს პნევმოვია. ახალი შემთხვევებიდან ერთი პაციენტი მიეკუთვნება ვანის კლასტერს, ერთი სოფელ ფარცხანაყანევის, ორი ქობულეთის მკვიდრი ბებია და ხუთი წლის შვილიშვილია, ერთი პაციენტის (რომელიც ცხელების ცენტრიდან არის გადაყვანილი) ინფიცირების წყარო უცნობია.

მათივე ინფორმაციით, კლინიკას ყავს ერთ გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც კლინიკას დღეს ან ხვალ დატოვებს. კლინიკაში ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მხოლოდ ერთ პაციენტზე მიიღეს.

მსგავსი