ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ერთ-ერთი სამი თვისაა

15:55, 17.09.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 61 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან ყველაზე პატარა სამი თვისაა. პაციენტებს შორის 29 ბავშვია.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, 14 პაციენტს პნევმონია აქვს.

„ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მათ შორის ერთი ქალბატონია, რომელსაც სხვადასხვა ქრონიკული დაავადება აქვს. მეორე კი არის მამაკაცი აფხაზეთიდან, რომელიც კვლავ მართვით სუნთქვის აპარატზე რჩება“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

მსგავსი