ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 47 პაციენტი გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ ერთს დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 47 პაციენტი გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ ერთს დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 47 საეჭვო პაციენტი გამოიკვლიეს და ერთს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი შუა ხნის მამაკაცია და სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

მათივე ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში „კოვიდ-19“ დიაგნოზით ამ დროისთვის 11 პაციენტია მოთავსებული. მათგან სამი ბავშვია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.