ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში​ კორონავირუსზე ტესტი დღეს კიდევ ხუთ პაციენტს ჩაუტარდება
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში​ კორონავირუსზე ტესტი დღეს კიდევ ხუთ პაციენტს ჩაუტარდება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობას „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტი აგრძელებს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტი რომელსაც ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა საშუალო სიმძიმისაა. ექიმის ინფორმაციით, ის იმავე კლინიკაში მოთავსებული 73 ინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრია.

„კვლავ საშუალო სიმძიმედ ფასდება 73 წლის მამაკაცის მდგომარეობა, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცს რომელთანაც დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობდა თავს უკეთ გრძნობს და მიმდინარე კვირაში მას გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით ტესტს გავუკეთებთ“, – განაცხადა თეიმურაზ ნადირაძემ.

ექიმის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ ხუთი ახალი პაციენტია შეყვანილი. მათ ანალიზებს მალე აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

დატოვე კომენტარი