ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტის გამოჯანმრთელებას დღეს ელოდებიან

10:52, 29.04.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. სტაციონარს სავარაუდოდ დღეს კიდევ სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს და კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 15 პაციენტი დარჩება.

პაციენტები, რომლებიც დღეს ეწერებიან, ე.წ. ვანის კლასტერს წარმოადგენდნენ.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს შორის კრიტიკულად არცერთის მდგომარეობა არ ფასდება.

მსგავსი