ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა

12:03, 27.10.2020

გასული 24 საათის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში კოვიდდადასტურებული 49 პაციენტი მკურნალობს. მათგან ცხრა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკულად მძიმე კი, ორი პაციენტია.

მსგავსი